Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

შოთა  ნიკურაძე
შოთა ნიკურაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 1 ივლისს, ქ. სამტრედიაში.
1992 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის რკინიგზის #14-ე საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის სტაჟიორი.
2000-2006 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

2007 წელს დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 

2007-2009 წლებში იყო ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2009 წლიდან მივლინებული იყო
და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
2008-2009 წლებში პარალელურად მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში.
2009 წლის 30 მარტიდან მივლინებულია და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
 
2010
წლის სექტემბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ტყიბულის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.
2012
წლის 27 თებერვლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად ასრულებს ხარაგაულის მაგისტრატ მოსამართლის მოვალეობას.

2014 წლის პირველი იანვრიდან დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

2015წლის 1 დეკემბრიდან დაეკისრა სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.


ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
თამარ  აბულაძე
თამარ აბულაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+491) 22-10-38
ელ-ფოსტა: t.abuladze@court.ge

ბიოგრაფია

 

 თამარ გიორგის ასული აბულაძე დაიბადა 1979 წლის 16 მაისს 

 ქ. ზესტაფონში.

1996 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის #2 -ე საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო სამართალი.

2003-2007 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტის თანამდებობაზე.

2007 წლიდან მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის  თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე.

 

 
სოფო ბეღელაძე
სოფო ბეღელაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+492) 25-06-07 (შ/ნ:107)
ელ-ფოსტა: s.begheladze@court.ge

ბიოგრაფია

 

სოფიო ავთანდილის ასული ბეღელაძე დაიბადა 1978 წლის 09 თებერვალს ქ. თბილისში.

    1995 წელს დაამთავრა თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის საშუალო სკოლა.

    1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

    2001 წელს  დაამთავრა მაგისტრატურა და მიიღო  ფილოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

   2001 -2004 წწ გაიარა ასპირანტურის კურსი ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე. 

    2006 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნე. 

    2002-2006 წ.წ. მუშაობდა მასწავლებლად.

     2006 წელს  მუშაობდა საქართველოს პარლამენტში თერჯოლის  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში - სპეციალისტად. 

    2007 -2009 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივნად, მოსამართლის თანაშემწედ. 

    2009 წლის 02 დეკემბრიდან მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

   2008 წელს ჩაბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა. 

   2008 წელს ჩააბარა  ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

   2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

 
 
ელენე ოსაძე
ელენე ოსაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1955 წლის 25 იანვარს ქ. ზესტაფონში

1972 წელს დაამთავრა ზესტაფონის N7 საშუალო სკოლა.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმის იურიდიული განყოფილება.

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1974-1975 წლებში მუშაობდა ზესტაფონის სამკერვალო ფაბრიკაში მუშად.

1976 წელში მუშაობდა შორაპნის ,,ელექტროელემენტების,, ქარხანაში მუშად.

1979-1999 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოში სხდომის მდივნად.

1999-2001 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

2001-2009 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2009 წელში გათავისუფლდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში თერჯოლის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.

2016 წლის 4 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის უმარლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამწესდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.


აპარატი
ფატმან  ჭანტურიძე
ფატმან ჭანტურიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+492) 25-07-35 (შ/ნ:120)
ელ-ფოსტა: f.chanturidze@court.ge

ბიოგრაფია

 

ფატმან ბადრის ასული ჭანტურიძე დაიბადა 1982 წლის 15 სექტემბერს ქალაქ ზესტაფონში.

2000 წელს დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოს #1 საშუალო სკოლა.

2005 წელს დაამთავრა თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ისნტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით.

2006-2007 წლებში მუშაობდა ადვოკტთა გაერთიანება ,,ქომაგში’’ ადვოკატად.

2007 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე, ამავდროულად ბრძანებით ასრულებდა სხდომის მდივნის მოვალეობას. 

2009 წლის 02 დეკემბრიდან 2010 წლის 11 მაისამდე მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

     2010 წლის 11 მაისიდან მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდედბობაზე.

 

 
ზურაბ ფოცხვერაშვილი
ზურაბ ფოცხვერაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+492) 25-28-74 (შ/ნ 121)
ელ-ფოსტა: z.focxverashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

ზურაბ დიმიტრის ძე ფოცხვერაშვილი დაიბადა 1985 წლის 09 ოქტომბერს     ზესტაფონში.

2003 წელს დაამთავრა ზესტაფონის არასახელმწიფო, საერო მრავალპროფილიანი სკოლა ,,ანაბასისი’’

2007 წელს დაამთავრა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, სპეციალობა სამართალმცოდნე.

2007 წელს გაიარა ადვოკატის სტაჟირება ა.ი.პ ,,საქართველოს ანტიკორუფციულ ცენტრში’’

     2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

     2008-2009 წლებში სტაჟირება  გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 

     2010 წლის 02 დეკემბერს დაინიშნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

     2010 წლის  11 მაისს დაინიშნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

 
 
ზურაბ ბალავაძე
ზურაბ ბალავაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

ზურაბ ბალავაძე, დაიბადა 1983 წლის 17 ივნისს, .თბილისში. 

 

2000 წელს დაამთავრა ქ.თბილისის №62 საშუალო სკოლა.

 

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებულის ხარისხი.

 

2003 წლის იანვრიდან, 2003 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე.

 

2003 წლის ოქტომბრიდან, 2005 წლის მაისამდე მუშაობდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2005 წლის მაისიდან, 2005 წლის ნოემბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2005 წლის ნოემბრიდან, 2007 წლის იანვრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

2007 წლის იანვრიდან, 2007 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

 

2007 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.   

 

2007 წლის დეკემბრიდან, 2008 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა ადამიანური რესურსების მართვის კურსი.

 

2009 წლის მარტიდან, 2009 წლის დეკემბრამდე მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

 

2009 წლის დეკემბრიდან, 2011 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

 

2010 წლის 29 იანვარს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

 

2011 წლის იანვრიდან, 2011 წლის მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად და დაკისრებული ჰქონდა ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება 2011 წლის მარტამდე.

 

2011 წლის მაისიდან, 2012 წლის ივნისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების სხდომის მდივნად.

 

2011 წლის 29 ოქტომბერს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012 წლის ივნისიდან, 2013 წლის მაისამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

 

2013 წლის 2-3 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნვერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში თემაზე, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების ახალი როლი და გამოწვევები ევროკავშირში.

 

2013 წლის ივლისიდან, 2013 წლის ნოემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.

 

2013 წლის ნოემბრიდან, 2014 წლის მარტამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

 

2014 წლის მარტიდან, 2015 წლის 25 დეკემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსად. 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.  

 

 

ჰყავს მეუღლე და შვილი.      

 

 


აპარატი
აკაკი კვინიკაძე
აკაკი კვინიკაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+492) 252719 (შ/ნ:103)
ელ-ფოსტა: a.kvinikadzee@court.ge

ბიოგრაფია

აკაკი კვინიკაძე დაიბადა 1991 წლის 12 ოქტომბერს . ზესტაფონში.

2009 წელს დაამთავრა შორაპნის საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ,,სამართალმცოდნეობის’’ სპეციალობა.

2013 წელის  თებერვლის თვეში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.

2013 წლის 11 მარტიდან  2013 წლის 21 ოქტომბრამდე სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

 

2013 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კურიერის თანამდებობაზე.

2015 წლის 1 იანვრიდან მუშაობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად

2015 წლის 24 მარტიდან დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

 
ირინე კვირიკეიშვილი
ირინე კვირიკეიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+492) 25-06-07 (შ/ნ:121)
ელ-ფოსტა: i.kvirikeishvili@court.ge

ბიოგრაფია

ირინე კვირიკეიშვილი დაიბადა 1991 წლის 16 ივლისს ქ. ქუთაისში.

2014 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2012-2013 სასწავლო წელს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის საფუძველზე სწავლობდა ევროკავშირის სამართალს ლატვიის უნივერსიტეტში ქ. რიგაში.

2016 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2014 წელს გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის ივლისში დაინიშნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2017 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში წამატებით ჩააბარა სხდომის მდივნის, მოსამართლის თანაშემწის და სასამართლოს სხვა მოხელეების გამოცდა.

 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 
 
მიხეილ ბებიაშვილი
მიხეილ ბებიაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 16 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში. 


1988 წელს დაამთავრა ზესტაფონის #2 საშუალო სკოლა. 


1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 


1991 წელს (აპრილიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილებაში ინსპექტორად. 


1991-1997 წლებში მუშაობდა მავე განყოფილების უფროს ინსპექტორად. 


1994-1997 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამდივნოს. 


1997 -1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგედ. 


1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორად. 


1998 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის II ოლქის სააპელაციო სასამართლოში - სასამართლო საქმისწარმოების და ადმინისტრირების საკითხებზე. 


1999 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის ტ. მარშალის სახელობის ფედერალურ სასამართლო ცენრში - საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების სისტემების შესახებ 

2000 წელს სწავლება გაიარა საფრანგეთში, გრეფიების ეროვნულ სკოლაში, ევრო კავშირისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტით, სასამართლო პერსონალის მომზადების და გადამზადების საკითხებზე. 


2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 


2005-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 

2015-2016 წლებში იყო შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი. გენერალური დირექტორის მრჩეველი.

2016 წლის 4 იანვრიდან არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


აპარატი
მარინა კვინიკაძე
მარინა კვინიკაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+492) 25-06-07 (შ/ნ:107)
ელ-ფოსტა: m.kvinikadze@court.ge

ბიოგრაფია

 

მარინა ომარის ასული კვინიკაძე დაიბადა 1973 წლის 06 სექტემბერს დ.ხარაგაულში.

1990 წელს დაამთავრა რკინიგზის მარელისის #9 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992-2000 წლებში მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ქვების არასრული საშუალო სკოლის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის მასწავლებლად. 2001 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე. 

2009 წლის 02 დეკემბრიდან მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2010 წლის   11  მაისიდან მუშაობს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

 

 
ირინე კვირიკეიშვილი
ირინე კვირიკეიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+492) 25-06-07 (შ/ნ:121)
ელ-ფოსტა: i.kvirikeishvili@court.ge

ბიოგრაფია

ირინე კვირიკეიშვილი დაიბადა 1991 წლის 16 ივლისს ქ. ქუთაისში.

2014 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2012-2013 სასწავლო წელს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის საფუძველზე სწავლობდა ევროკავშირის სამართალს ლატვიის უნივერსიტეტში ქ. რიგაში.

2016 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2014 წელს გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის ივლისში დაინიშნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2017 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში წამატებით ჩააბარა სხდომის მდივნის, მოსამართლის თანაშემწის და სასამართლოს სხვა მოხელეების გამოცდა.

 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე404
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია