Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ვლადიმერ ხუჭუა
ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1976 წლის 7 ნოემბერს, ქ. ქობულეთში;

მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება;

2006 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;

განათლება:

1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის მე-3 საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერიას” იურიდიულ ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით;

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში;

1998-2002 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას;

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტის თანამდებობაზე, იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტის თანამდებობაზე;

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2012 წლის (მაისიდან ივნისამდე) იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2012 წლის (ივნისიდან ნოემბრამდე) იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება;

2012 წლის ნოემბრიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

 

 


აპარატი
ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვი
ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 359) 22-26-86 (შ/ნ 102)

ბიოგრაფია
 
თეონა ისაკაძე
თეონა ისაკაძე

თარჯიმანი
ტელეფონი: (+995 359) 22-26-86

ბიოგრაფია
 
 
სოფიო გაგნიძე
სოფიო გაგნიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1980 წლის 12 მარტს, . თბილისში;

განათლება:

1997 წელს დაამთავრა .თბილისის მე-12 საშუალო სკოლა;

2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეცილობით;

2003 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;

2003 წლის მარტში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით;

2011 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

2012 წლის ნოემბრიდან, 2013 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლი მსმენელი;

2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტში გაიარა სასწავლო პრაქტიკა;

სამუშაო გამოცდილება:

2002-2003 წლებში მუშაობდა .თბილისის კრწანისი-მთაწმინსდი რაიონულ სასამართლოში ოპერატორის თანამდებობაზე;

2003-2005 წლებში მუშაობდა .თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე;

2005 წლის (მაისიდან ივლისამდე) მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე;

2005-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწის თანადებობაზე;

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად;

2014 წლის მაისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში


აპარატი
ინგა გონჯილაშვილი
ინგა გონჯილაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 363) 22 12 46
კომენტარი: მოსამართლის თანაშემწე, წალკის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია
 
თეონა ისაკაძე
თეონა ისაკაძე

თარჯიმანი
ტელეფონი: (+995 359) 22-26-86

ბიოგრაფია
 
 
ბადრი ნიპარიშვილი
ბადრი ნიპარიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 19 სექტემბერს, ქ. კასპში;

არის სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების თანაავტორი და რედაქტორი (2015);

არის საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის შედგენილი მრავალი რეკომენდაციისა და სახელმძღვანელო წინადადებების ავტორი; თანაავტორი;

განათლება:

2002 წელს დაამთავრა ქ. კასპის საერო გიმნაზია;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2007 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;

2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2015 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;

2013 წელს დაამთავრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეობის კანდიდატთა მოსამზადებელი პროგრამა პირველი სარეიტინგო ადგილით (ასევე საერთო პირველი სარეიტინგო ადგილი);

არის თბილისის პოლიტიკური სკოლის 2010-2011 წლების კურსდამთავრებული;

ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის (2011), პროკურატურის მუშაკთა (2010) და ადვოკატთა (2008) საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2016 წლის 29-31 იანვარს გაიარა სპეციალური მომზადება თემაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

არის ადამიანის უფლებების, სისხლის სამართლის, ტრეფიკინგის, სწავლების მეთოდების, პროექტის მენეჯმენტისა და სხვა საკითხებზე ჩატარებული სემინარებისა და ტრენინგების მონაწილე.

2011 წლის ივნისში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტში თემაზე -“პოლიტიკა და ეთიკა” - სტრასბურგი, საფრანგეთი;

2011-2015 წლებში კანონის უზენაესობისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხებზე, ასევე სასამართლო სისტემების გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ნორვეგიაში, სერბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში.

სამუშაო გამოცდილება:

2008-2012 და 2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად;

2006-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ;

2006 წლის (მარტიდან დეკემბრამდე) მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სპეციალისტად, სტაჟიორად;

2015 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;

2014-2015 წლებში იყო პროექტის - „მართლმსაჯულების გაძლიერება“ - ფარგლებში საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისათვის, ასევე ბათუმის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ტრენინგებისა და სემინარის ტრენერი;

2014-2015 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების განმსაზღვრელი კომისიის მდივანი;

2014-2015 წლებში იყო ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში „წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისა და გამოძიების მექანიზმის შექმნის“ თემაზე არსებული სამუშაო ჯგუფის ექსპერტი;

2014 წელს მიწვეული იყო ექსპერტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებით განხილვაზე;

2014-2016 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზის, განზოგადებისა და სისტემატიზაციის დადგენის სამუშაო ჯგუფის წევრი;

2010-2011 წლებში იყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გადაწყვეტილებათა ნიმუშების, ასევე მტკიცებულებისა და მტკიცების წესებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების შესახებ საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის რეკომენდაციების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების წევრი;

2009-2010 წლებში იყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების წევრი;

2016 წლის იანვრიდან გამწესდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 


აპარატი
რუსუდან გურჩიანი
რუსუდან გურჩიანი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 359) 22-26-86 (შ/ნ 107)
ელ-ფოსტა: r.gurchiani@court.ge
კომენტარი: მოსამართლის თანაშემწე

ბიოგრაფია
 
თეონა ისაკაძე
თეონა ისაკაძე

თარჯიმანი
ტელეფონი: (+995 359) 22-26-86

ბიოგრაფია
 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე303
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია