Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

TeTriwyaros raionuli sasamarTlo

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო მდებარეობს . თეთრიწყაროში, კოსტავას ქუჩა N11-ში. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო 2009 წლამდე ფუნქციონირებდა ქ. თეთრიწყარო, რუსთაველის ქ.№23-ში მდებარე შენობაში. 2009 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა კოსტავას №11-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა აღნიშნულ მისამართზე მდებარე განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით  აღჭურვილ შენობაში.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2012 წლის ნოემბრიდან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის მიზნით წალკის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლის აპარატი. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს 2 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 12 საჯარო მოსამსახურე, მათ შორის 8 საჯარო მოსამსახურე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს აპარატში, ხოლო 4 საჯარო მოსამსახურე წალკის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში.

 

სასამართლოს შენობა ორსართულიანია. დამატებით სართული განთავსებულია შენობის ქვედა ნაწილში. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია 2 სხდომის დარბაზი, რომლიდანაც 1 აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, სადაც განიხილება სისხლის, სამოქალაქო, და ადმინისტრაციული სამართლის კატეგორიის საქმეები.  შენობის პირველ სართულზე ასევე მდებარეობს მოქალაქეთა მისაღები (კანცელარია), არქივი, საქმეთა გასაცნობი ოთახი და პატიმართა მოსათავსებელი საკნები. მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: . თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62).


წალკის მაგისტრატი სასამართლო 

წალკის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ.წალკაში, 25 მარტის უჩა N 66-ში. წალკის მაგისტრატი სასამართლო შენობა სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2007 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში ფუნქციონირება განაგრძო წალკის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან გახდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წალკის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლო. წალკის მაგისტრატი სასამართლოს შენობა ერთსართულიანია, სადაც განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები (კანცელარია), მოსამართლეთა, სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, არქივი და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. წალკის მაგისტრატ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2006 წლიდან, ხოლო 2005 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: .თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62).

 

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია