Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

ra aris mediacia

რა არის მედიაცია

მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც მიმართულია ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრაზე, მოლაპარაკების გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1873-ე მუხლი სავალდებულო მედიაციას საოჯახო (გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებისა), სამემკვიდრეო და სამეზობლო სამართლებრივ დავებზე აწესებს. მსგავსი ტიპის დავები სასამართლომ მედიაციას შესაძლოა მხარეთა შეთანხმების გარეშე გადასცეს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დავებისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მედიაციას ნებისმიერი კატეგორიის დავა შეიძლება გადაეცეს. მედიაციის პროცესი სრულად კონფიდენციალურია. მედიატორებს და მხარეებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას. მედიაციის პროცესს წარმართავს დამოუკიდებელი, ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი პირი (მედიატორი), რომელიც ასრულებს დამხმარე როლს მხარეებს შორის დიალოგის წარმართვისას, ამასთან უზრუნველყოფს ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის განწყობილი და უშუალო ატმოსფეროს შექმნას.

სასამართლოში საქმის წარმოებასთან შედარებით მედიაცია უფრო სწრაფი, იაფი და მოქნილი პროცესია. სასამართლო მედიაციის ვადა შეადგენს 45 დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 შეხვედრისა. აღნიშნული ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. პირველი ინსტანციის საქმის წარმოებისას, ბაჟის საფასურის დავის საგნის 3% ნაცვლად, მედიაციაში 1% გადაიხდება. სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია