Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

მამია ფხაკაძე
მამია ფხაკაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

15.08.1976 წ. დაიბადა ქ. თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამუშაო გამოცდილება:

1993-1995წ. საბურთალოს რაიონის პროკურორის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე.

1995-1997წ. საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე.

1997-1999წ. თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე.   გაიარა სამხედრო სავადლებულო სამსახური.

1999-2000წ.   სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის  გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ  საწყისებზე.

2000-2002წ. სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის გამომძიებელი.

2002-2003წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსი.

2003წ.   საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების იურისტი.

2003წ.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს გამომძიებელი.

2004წ.   საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს გამომძიებელი.

2004 წ. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი.

2004-2005 წ.  მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.

2005-2007 წ. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უროსი.

2007წ. მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.

2007 წ.  გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2008-2009 წ.  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2009-2010წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2010-2012 წ.     თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე,  ამავე დროს  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2008-2013 წ.   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2008-2012 წ.  საქართველოს  მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.

2012 წლის 26 ნოემბრიდან დღემდე რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 1993 წ.  დაამთავრა  თბილისის #42-ე  ი.ვეკუას  სახელობის  ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.

1998 წ. დაამთავრა საქართველოს რესპუბლკის  მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა  და სამართლის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი,  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2002წ.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული  ფაკულტეტი, დაუსწრებელი სწავლების კურსი,  მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

საკვალიფიკაციო გამოცდები:

2003 წ.   ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წ.  ჩააბარა  მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

წახალისებები და სახელმწიფო ჯილდოები:      

1. ვადაზე ადრე სპეციალური სახელმწიფო წოდება- იუსტიციის  მრჩეველი.

 2. დაჯილდოებულია ღირსების მედლით.          

ტრენინგები:      1. საქართველოს გენერალური პროკურატურის   სასწავლო ცენტრში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი (24.09.-06.10. 2001 წ.  ქ . თბილისი)

2. პროკურატურის რეფორმირების პროექტი  (10.03.-13.03. 2005 წ. ქ. თბილისი )

3. პროკურატურის რეფორმირების პროექტი  მეორე ფაზა (29.03.-31.03.2007წ. თბილისი)  4. ს.ს.ი.პ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში  (05.09.-11.09.2007წ.   ქ. თბილისი)

 5. სასწავლო ტური „ნაფიც მსაჯულთა  სასამართლოს“ საქმიანობის გაცნობა

 (15.11.-25.11. 2010წ. ა.შ.შ. ქ. ბოსტონი)

6. საერთაშორისო კონფერენცია „კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლის საკითხებზე“

(29.11-30.11. 2011წ. პოლონეთი ქ. ლუბლინი)

 სტატიები და პუბლიკაციები: არის თანაავტორი სახელმძღვანელო წიგნისა „პრაქტიკული  რეკომენდაციები  ადმინისტარციულ  საპროცესო საკითხებში მაგისტრატი   მოსამართლისათვის.“ (2010 წელი, ქ. თბილისი) 

 

პედაგოგიური საქმიანობა:   ასოცირებული პროფესორი.


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 1 აგვისტოს N1/233 გადაწყვეტილებით დაეკისრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება 2016 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის N1/182 გადაწყვეტილებით დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 2017 წლის 5 ივნისიდან.


აპარატი
გურამი კორკოტაშვილი
გურამი კორკოტაშვილი

მენეჯერი
ტელეფონი: (+995 341) 24-08-07 შ/ნ 115

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1989 წლის 19 აგვისტოს ქ. თბილისში

განათლება:

წარჩინებით დაამთავრა (2010 წელი) გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის (ალმა-მატერი) იურიდიული ფაკულტეტი.

2012 წელს წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა საჯარო სამართლის სპეციალობით გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში (ალმა-მატერი).

სამუშაო გამოცდილება:

2012 წლის 9 ოქტომბრიდან – 2015 წლის 5 თებერვლამდე -თბილისის საქალაქო სასამართლო მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი;

2015 წლის 5 თებერვლიდან - 2016 წლის 5 მაისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლო სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებაში სხდომის მდივნის დროებით შემცვლელი;

2016 წლის 5 მაისიდან - 2016 წლის 4 ივლისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი;

2016 წლის 4 ივლისიდან - 2016 წლის 8 აგვისტომდე - თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი;

2016 წლის 08 აგვისტოდან - 2016 წლის 10 ოქტომბრამდე - რუსთავის საქალაქო სასამართლო აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი;

 

2016 წლის 10 ოქტომბრიდან - დღემდე - რუსთავის საქალაქო სასამართლო აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

 
მერი ლაბარტყავა

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 147

ბიოგრაფია
 
 
მაია გიგაური
მაია გიგაური

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 31 მარტს ქ. მცხეთაში.

1997 წელს დაამთავრა მცხეთის №1 საშუალო სკოლა.

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, ხოლო 2003 დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

პარალელურად, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე.

2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

ამავე პერიოდიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის ოქტომბრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.


აპარატი
გიორგი ჩუბინიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 128

ბიოგრაფია
 
ნატო ძლიერიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 128

ბიოგრაფია
 
 
ნატა თედეშვილი
ნატა თედეშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 6 იანვარს, ქარელის რაიონში.


1982
წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის საშუალო სკოლა.

1985
წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი საქმისწარმოების ორგანიზაციის სპეციალობით.

1992
წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (დაუსწრებლად).

1989-1994
წლებში მუშაობდა რუსთავის სასამართლოს სხდომის მდივნად.

1994-2001
წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის რუსთავის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატად.

2001-2003
წლებში იყო ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2003
წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2007
წლებში ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

2011
წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში.

2011-2013 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

2013 წლის  იანვრიდან  არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
ნათია კანთელაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 116

ბიოგრაფია
 
ელენე ომიაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 116

ბიოგრაფია
 
 
მადონა მაისურაძე
მადონა მაისურაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1976 წლის 30 სექტემბერს დაბა თიანეთში.

1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 75-ე საშუალო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2005-2006 წლებში მუშაობდა შსს აკადემიაში სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრაზე მასწავლებლად.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2007-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში თანაშემწედ.

2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წლის იანვრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 

 


აპარატი
ეკატერინე ბერიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 143

ბიოგრაფია
 
ეკატერინე გობეჯიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 143

ბიოგრაფია
 
 
ეკატერინე პართენიშვილი
ეკატერინე პართენიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 29 იანვარს, ქ. თელავში.

1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის
16 საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებო კოლეჯის ჰუმანიტარული განყოფილება.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მომხმარებელთა კავშირში იურიდიული ცენტრის კონსულტანტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2002 წელს (სექტემბრიდან ნოემბრამდე) მუშაობდა შპს ''სამართალში'' იურისტად.

2002-2003 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში სპეციალისტად.

2004-2006 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006 წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის 12 თებერვლის 1/40 გადაწყვეტილებით განმწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 2016 წლის 15 თებერვლიდან.

ჰყავს
ერთი შვილი.

 


აპარატი
ბადრი ოთარაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 129

ბიოგრაფია
 
გიორგი ძინძიბაძე

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია
 
 
ქეთინო ლუაშვილი
ქეთინო ლუაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1958 წლის 25 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფ. ბაკურციხეში. 

1982 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით.

1982-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტების მომზადების და კოდიფიკაციის სამმართველოში კონსულტანტის თანამდებობაზე.

1985 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით;

ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით.

1984-2011 წლებში მუშაოდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2011 წლის მარტიდან მივლინებულ იქნა და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თელავის რაიონულ სასამართლოში.

2015 წლის აპრილიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

 

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი


აპარატი
ელენე ზედგინიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 144

ბიოგრაფია
 
ეკატერინე ოსოშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 144

ბიოგრაფია
 
 
ნინო ონიანი
ნინო ონიანი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 28 აპრილს ქ. თბილისში. 

1982 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

1982-1987 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

1989-1992 წლებში მუშაობდა სსრკ შსს რეგიონალურ კრიმინოლოგიური პრობლემების საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის მე-6, კავკასიის განყოფილებისუმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1992-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შსს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად.

1995-1999 წლებში სწავლობდაივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1997-1999  წლებში  მუშაობდ  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  თბილისის  ნაძალადევის  რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული  და  სააღსრულებლო  წარმოები ს ინსპექტორად.

1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2000-2001 წლებში მუშაობდა ადვოკატთა კავშირში ადვოკატთა გაერთიანება `ვაკე~-ში.

2002 წლის იანვრიდან კითხულობს ლექციებს ადმინისტრაციული სამართლის, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად და ჰუმანიტარულ განყოფილებებზე.

2002-2003 წლებში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს  რაიონულ  სასამართლოში  სპეციალისტად.  იმავე წლიდან  მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა,  კანონიერებისა და ადმინისტრაციული  რეფორმების კომიტეტში მოწვეულ სპეციალისტად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის #343 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის #297 ბრძანებულებით დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოსმოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის 1/39 გადაწყვეტილებით განმწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 2016 წლის 15 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 19 სექტემბრის 1/257 გადაწყვეტილებით განმწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
გუნა მოსიაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 148

ბიოგრაფია
 
თამარ ტუსაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 148

ბიოგრაფია
 
 
ირინე ტყეშელაშვილი
ირინე ტყეშელაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

ირინე ტყეშელაშვილი დაიბადა 1981 წლის 07 იანვარს ქ. თბილისში.

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-4 გიმნაზია.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

07.03.2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

10.06.2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

24.01.2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში.

2005-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2012-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მაგისტრად.

2015-2016  წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/188 გადაწყვეტილებით განმწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე  2016 წლის 25 ივლისიდან.

არის დაოჯახებული და ჰყავს ორი შვილი.


აპარატი
ნინო ჯანგიძე

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია
 
 
ეკატერინე ყანჩელი
ეკატერინე ყანჩელი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1969 წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #60 საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1992-1995 წლებში სწავლობდა ქ. დელის ჯ. ნერუს სახელობის უნივერსიტეტი, სპეციალობით აზია-აფრიკის ისტორია.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის სპეციალობით. 

1995 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1997 წლებში მუშაობდა ''ბანკი კრედიტის'' იურისკონსულტად.

1997-2001 წლებში მუშაობდა კომპანია ''მარშალის'' იურისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ცენტრში იურისტად.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა "ამირანაშვილი, გოგიშვილი და შენგელია" იურისტის თანამდებობაზე.

1995-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის აზია-აფრიკის კათედრაზე მასწავლებლად.

2005-2006 წლებში იყო სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

2006-2009 წლებში იყო გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009 წლის ოქტომბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.
 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის  1/186 გადაწყვეტილებით განმწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 2016 წლის 25  ივლისიდან.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
თეონა გუმბერიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 113

ბიოგრაფია
 
მაგდა შენგელია

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 112

ბიოგრაფია
 
 
დიანა გოგატიშვილი
დიანა გოგატიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია: 

დაიბადა 1975 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თბილისში;

განათლება:

1992 წელს დაამთავრა თბილისის №126-ე საშუალო სკოლა;

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

სამუშაო გამოცდილება:

1999 წლიდან 2005 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

2006-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2008-2017 წლებშის სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში;

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;


აპარატი
თამარ კობაიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: შ/ნ 142

ბიოგრაფია
 
თამარ ჩიქოვანი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: შ/ნ 142

ბიოგრაფია
 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე1082
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია