Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ლერი თედორაძე
ლერი თედორაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 4 იანვარს, ლენტეხის რაიონის სოფელ ლემზაგორში.
1981 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშის საშუალო სკოლა.
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური.
1988-1990 წლებში მუშაობდა გარდაბანის რაიონის მეურნეობაში იურისკონსულტად.
1990-1992 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებლად.
1992-1999 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის პროკურატურაში განყოფილების პროკურორად.
1999-2002 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2002-2009 წლებში იყო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2002-2007 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2009 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და ამავდროულად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2013 წლის 25 მარტიდან დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
2016 წლის 15 თებერვლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 


აპარატი
ანა გაბრიჭიძე
ანა გაბრიჭიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 229
ელ-ფოსტა: a.gabrichidze@court.ge

ბიოგრაფია

ანა დავითის ასული გაბრიჭიძე, დაბადებული 1988 წლის 13 დეკემბერს ქ. ქუთაისში.
1995-2004 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის №22 საჯარო სკოლაში.
2004-2006 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში.
2006-2010 წლებში დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსი, წარჩინების ხარისხით.
2009 წლის 01 აპრილიდან 2009 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით გაიარა 6 თვიანი სტაჟირების კურსი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა პალატაში.
2010 წლის დეკემბრის თვიდან 2011 წლის 10 მარტის ჩათვლით იყო სტაჟიორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.
2011 წლის 11 მარტს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე. 
2012 წლის ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 
2013 წლის თებერვლიდან დაინიშნა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე.
2013 წლის მარტიდან დაინიშნა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსად.
2014 წლის აგვისტოდან დაინიშნა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე.
2014 წლის ნოემბრიდან დაინიშა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2015 წლის აპრილიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე;
არის დასაოჯახებელი.

 
თინათინ შავრეშიანი
თინათინ შავრეშიანი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 119
ელ-ფოსტა: t.shavreshiani@court.ge

ბიოგრაფია

 

თინათინ მევლუდის ასული შავრეშიანი დაიბადა 1984 წლის 07 აგვისტოს ქ. ქუთაისში.
2001 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია.
2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007 წლის 30 ოქტომბრიდან 2009 წლის 02 მარტამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2009 წლის 02 მარტიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 
 
გენადი მაკარიძე
გენადი მაკარიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1976 წლის 11 იანვარს ქ. თერჯოლაში, 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თერჯოლის № 2 საშუალო სკოლა; იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც  დაამთავრა 1998 წელს, სპეციალობით მეორადი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგია.
2002 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2006 წელს.
2004 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თერჯოლის რაიონულ სასამართლოში, დარაჯის თანამდებობაზე.
2005 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კურიერის თანამდებობაზე.
2007 წლის 1 თებერვალს ამავე სასამართლოში დაინიშნა სასამართლოს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად, ამავე წლის 16 აპრილს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.
2008 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები და ამავე წლის 1 დეკემბერს სწავლა განაგრძო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2011 წლის 15 დეკემბერს.
2012 წლის 3 იანვარს მუშაობა დაიწყო საქართველოს უზენაეს  სასამართლოში კონსულტანტის თანამდებობაზე.
2012 წლის 6 მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2013 წლის 2 დეკემბრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
იზოლდა ლოსაბერიძე
იზოლდა ლოსაბერიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 226
ელ-ფოსტა: i.losaberidze@court.ge

ბიოგრაფია

 

იზოლდა თეიმურაზის ასული ლოსაბერიძე დაიბადა 1984 წლის 29 ივნისს ქ. ქუთაისში.
2001 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის #9 სკოლა-გიმნაზია.
2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006-2007 წლებში გაირა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.
2008 წლის 10 სეტქემბრიდან 2009 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2009 წლის 1 ივლისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
არის დაოჯახებული.

 

 
ფატმანი მინდიაშვილი
ფატმანი მინდიაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 0497) 22 28 44
ელ-ფოსტა: f.mindiashvili@court.ge
კომენტარი: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

 

ფატმან მინდიაშვილი დაიბადა 1974 წლის 20 ოქტომბერს ქ.ქუთაისში.
1981 - 1991 წლებში სწავლობდა  ტყიბულის რაიონის სოფელ სოჩხეთის საშუალო სკოლაში.
1993- 1998 წლებში სწავლობდა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნუვერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
2000 წელს ჩაააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩაბარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტესტური გამოცდა.
2000  წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში (შემდგომში ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო) მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2011 წლიდან დღემდე მუშაობს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

 
 
თეიმურაზ  დგვარელი
თეიმურაზ დგვარელი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1953 წლის 29 სექტემბერს, ქ. ონში.
1970 დაამთავრა ონის N1 საშუალო სკოლა.
1980 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1975-1977 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
1982-1991 წლებში მუშაობდა ონის რაისაბჭოს აღმასკომსა და რაიონულ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე.
1991-1994 წლებში იყო ონის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე.
1994-1995 წლებში მუშაობდა ონის რაიონული პროკურორის თანაშემწედ.
1995-1999 წლებში მუშაობდა ონის რაიონის ადმინისტრაციულ და სააღსრულებო წარმოებათა მოსამართლედ.
1999 წლიდან არის ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2009 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2009-2012 წლებში მუშაობდა ონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, დაკისრებული ჰქონდა ონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.


აპარატი
თამარ შარაბიძე
თამარ შარაბიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-03 შ/ნ 129
ელ-ფოსტა: t.sharabidze@court.ge

ბიოგრაფია

თამარ ტარიელის ასული შარაბიძე დაიბადა 1985 წლის 11 მაისს ქ.ქუთაისში.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა კერძო სკოლა  XXI საუკუნე
2007 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე, კვალიფიკაციით მაგისტრთან გათანაბრებული.
2007 წლის ივლისში გაიარა სტაჟირება სს ”თიბისი” ბანკის ქუთაისის ფილიალში, იურიდიულ განყოფილებაში.
2007 წლის აგვისტოდან 2007 წლის ნოემბრამდე გაიარა სტაჟირება ქ.ქუთაისის ადვოკატურაში.
2007 წელის ნოემბერში ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ.თბილისში, ტელეკომპანია იმედი იურისტ კონსულტანტად.
2008 წლის დეკემბრიდან 2010 წლის თებერვლამდე მუშაობდა ქ.თბილისში იურიდიულ კომპანია LC -  ში  იურისტად.
2009 წელს დაამთავრა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოსამართლის თანაშემწის კურსი.
2010 წლის აპრილიდან 2010 წლის  ოქომბრამდე გაიარა სტაჟირება ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2015 წლის ნოემბრიდან  მოსამართლის თანაშემწე ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 
თინათინ ციცქიშვილი
თინათინ ციცქიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-03 შ/ნ 129
ელ-ფოსტა: t.tsitskishvili@court.ge

ბიოგრაფია

თინათინი როინის ასული ციცქიშვილი დაიბადა  1990 წლის 21 იანვარს  ქ. ქუთაისში.
2009 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა 30-ე საჯარო სკოლა.
2013 წელს დაამთავრა  ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართალის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე, კვალიფიკაციით ბაკალავრი.
2013 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე, ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტაჟიორი და საპროექტო ჯგუფის წევრი 2012 წლიდან 2014 წლამდე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონიტორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლიდან-2014 წლამდე.
დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური განვითარების ცენტრის კოორდინატორი იუსტიციის სახლში 2013 წლიდან-2014 წლამდე.
სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის სტაჟიორი 2014 წლის ოქტომბრიდან იანვრამდე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე 2015 წლის იანვრიდან მაისამდე.
2015 წლის მაისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2015 წლის აგვისტოდან სხდომის მდივნის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი. ყავს დედა, მამა და ძმა.

 
 
გოჩა დიდავა
გოჩა დიდავა

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 27 თებერვალს ქ. ქუთაისში.
1987 წელს დაამთავრა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1994-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.
1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს უფროსი.
1999 წლიდან 2016 წლის 25 ივლისამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი.
2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსის მ/შემსრულებელად.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს სსიპ ,,იუსტიციის უმაღლეს სკოლაში“ გაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
2016 წლის 25 ივლისადან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
ქეთევან კირიაკიდი
ქეთევან კირიაკიდი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 119
ელ-ფოსტა: k.kiriakidi@court.ge

ბიოგრაფია

ქეთევანი გიორგის ასული კირიაკიდი დაიბადა 1993 წლის 26 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 2011 წელს დაამთავრა ქუთაისის 21- ე საჯარო სკოლა. 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, ამავე წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო სამართლის მიმართულებით.
სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგის“-ს პროექტ ,,ღია თვითმმართველობის“  მონაწილე 2014 წლის აპრილიდან სექტემბრამდე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სტაჟიორი საქართველოს პარლამენტში 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი 2015 წლის აპრილიდან სექტემბრამდე.
2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის 6 აპრილამდე ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის მოვალეობას.
2017 წლის 6 აპრილიდან  მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი. ყავს დედა, მამა და და.

 
გაგა სანდუხაძე
გაგა სანდუხაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 219
ელ-ფოსტა: g.sandukhadze@court.ge

ბიოგრაფია

 

გაგა თეიმურაზის ძე სანდუხაძე დაიბადა 1987 წლის 30 ივლისს ქ. ქუთაისში.
2004 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-7-ე საშუალო სკოლა.
2008 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატი.
2008 წლიდან სწავლობს თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სისხლის სამართლის სპეციალობაზე.
2009 წლის ივლისიდან  2012 წლის იანვრამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კურიერის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტის და სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა სერთიფიკატი.
2012 წლის იანვრიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
არის დაოჯახებული.

 

 
 
მალხაზ  ჩუბინიძე
მალხაზ ჩუბინიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 9 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში.
1983 წელს დაამთავრა ზესტაფონის №3-ე საშუალო სკოლა;
1996 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1985-1987 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში;
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს შინაგან ჯარებში (მუშაობდა ოთხმეთაურის, ასმეთაურის, ბატალიონის მეთაურის მოადგიულედ აღმზრდელობით დარგში, იყო ბატალიონის მეთაური). არის შსს ოფიცერი.
1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთას კოლეგიასთან არსებულ ფირმა ''ვექილში'' ადვოკატად.
1999-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისიის საოლქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების უფროსად.
2001-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2007 წლებში იყო ჭიათურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007 წლიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
2009-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ვანის რაიონულ სასამართლოში.
2010 წლის ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
2013-2015 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამარლოს მოსამართლე;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;

 


აპარატი
ბორენა იობიძე
ბორენა იობიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 115
ელ-ფოსტა: b.iobidze@court.ge

ბიოგრაფია

ბორენა არჩილის ასული იობიძე დაიბადა 1991 წლის 03 ნოემბერს ქ. ქუთაისში.
2010 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2015 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო სამართლის მიმართულებით.
2012-2013 წლებში გაიარა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.
2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში საქმეთა
მწარმოებლის პოზიციაზე.
2011 წლიდან 2016 წლის მარტამდე მუშაობდა შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში“ ოპერატორის თანამდებობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი 2016 წლის მარტიდან აგვისტომდე.
2016 წლის 19 აგვისტოდან ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის შემცვლელის მოვალეობას.
2017 წლის 05 ივნისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
არის დაოჯახებული.

 

 

 
გიორგი ჩხაბერიძე
გიორგი ჩხაბერიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 115
ელ-ფოსტა: g.chkaberidze@court.ge

ბიოგრაფია

 

გიორგი დავითის ძე ჩხაბერიძე დაიბადა 1987 წლის 10 ივლისს ქ. ქუთაისში.
2004 წელს დაამთავრა ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზია.
2008 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატი.
2008 წლიდან სწავლობს თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სისხლის სამართლის სპეციალობაზე.
2009 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კურიერის თამამდებობაზე.
2009 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა სერთიფიკატი.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა სერთიფიკატი.
2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის ივნისამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2011 წლის ივნისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

 

 
 
მურთაზ  კაპანაძე
მურთაზ კაპანაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 09 იანვარს ქ. ზესტაფონში.
1981  წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის №1 საშუალო სკოლა.
1983 წელს ჩაირიცხა და 1990  წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1984-86 წლებში გაიარა სავალდებულო  სამხედრო  სამსახური საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქ. ნოვგოროდში.
1990 წლის სექტემბრიდან 1995 წლამდე მუშაობდა ვანის რაიონის პროკურატურაში, ჯერ პროკურორის თანაშემწის, ხოლო შემდეგ პროკურორის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე.
1995 წლიდან დაინიშნა იმერეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე.
1996 წლის ივნისიდან 2004 წლამდე მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროს თანაშემწედ სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით.
2004 წლიდან დაინიშნა  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის  თანამდებობაზე.
პროკურატურაში მსახურობის პერიოდში წარმატებული  მუშაობისათვის სხვადასხვა წლებში ხუთჯერ წახალისდა საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებებით.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს პრეზიდენტის  2006 წლის 20 თებერვლის ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, საიდანაც გათავისუფლდა 2016 წლის 21 თებერვალს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვის გამო. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2017 წლის ივნისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
ყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
ნანა გაბედავა
ნანა გაბედავა

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 121
ელ-ფოსტა: n.gabedava@court.ge

ბიოგრაფია

 

ნანა მალხაზის ასული გაბედავა დაიბადა 1984 წლის 08 ივლისს . სოხუმში. არის დაოჯახებული.
1999 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №32 საშუალო სკოლა.
2001 წელს  დაამთავრა . ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი.
2006 წელს დაამთავრა . ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭა მაგისტრის წოდება, წარჩინების ხარისხით.
2007 წლის 11 ივნისს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წლის 3 ივლისს ქალაქ თბილისშიიუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩააბარა მოსამრთლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010-2011 წლებში გაიარა სტაჟირება ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის სპეციალობით.
2011 წლის 11 მარტიდან სხდომის მდივნის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

 
 
ციცინო კიკვაძე
ციცინო კიკვაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1970 წლის 6 იანვარს, ჩოხატაურის რაიონში.
1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1990-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის კოოპერატივ ''მეკონსერვეს'' იურისკონსულტად.
1993-1994 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.
1995-1997 წლებში მუშაობდა შპს ''ნაბეღლავის'' იურისკონსულტად.
1997-1998 წლებში მუშაობდა შპს ''ალიანსი-96''-ის იურისკონსულტად.
1998-1999 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოს იურისტად.
1999-2005 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2005 წლიდან არის ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2009 წლის სექტემბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.
2013 წლის დეკემრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 22 ივლისიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
სოფიო ბრეგვაძე
სოფიო ბრეგვაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 125
ელ-ფოსტა: s.bregvadze@court.ge

ბიოგრაფია

სოფიო ნოდარის ასული ბრეგვაძე დაიბადა 1990 წლის 10 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა.
2010 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.  წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2012 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა წარჩინებით და მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: ”ტრეფიკინგი - 21-ე საუკუნის მონობა“.
არჩეული სპეციალობის საფუძვლიანი დაუფლების მიზნით აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და სემინარებზე, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის საბჭოს მექანიზმები და ევროპული სასამართლოს მუშაობის სტრუქტურის განხილვა; ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციების განხილვა; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების განხილვა, საარჩევნო სისტემის და წესების გაცნობა და შესწავლა.
2009-2010 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში.
2011-2012 წლებში გაიარა სტაჟირება იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში.
2012-2014 წლებში გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალობით.
2015 წლის 19 თებერვალს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
არის დასაოჯახებელი.

 
თინათინ გიორხელიძე
თინათინ გიორხელიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 125
ელ-ფოსტა: t.giorkhelidze@court.ge

ბიოგრაფია

თინათინ თეიმურაზის ასული გიორხელიძე დაიბადა 1978 წლის 31 ივლისს ქ. ზესტაფონში.
1995 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №17 საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2004 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2003 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტად.
2004 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის წამყვან სპეციალისტად.
2005 წლიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
არის დაოჯახებული.

 

 
თებროლე ლიპარტელიანი
თებროლე ლიპარტელიანი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 0436) 22 25 72
ელ-ფოსტა: t.liparteliani@court.ge
კომენტარი: წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

 

თებროლე ლიპარტელიანი დაიბადა 1981 წლის 12 მარტს ლენტეხის რაიონში. 1987 წელს შევიდა ლენტეხის საშუალო სკოლაში, 1991 წელს სწავლა გააგრძელა გვიშტიბის საშუალო სკოლაში რომლის ცხრა კლასი წარჩინებით დაამთავრა 1996 წელს და სწავლა განაგრძო ქ. წყალტუბოს მრავალპროფილიან ლიცეუმში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.
1998 წელს ჩაირიცხა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაამთავრა 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წლის 01 მარტიდან 24 ოქტომბრამდე მუშაობდა სპეციალისტად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
2005 წლის 24 ოქტომბრიდან  2006 წლის 18 სექტემბრამდე მუშაობდა სხდომის მდივნად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
2006 წლის 18 სექტემბრიდან 2010 წლის 22 სექტემბრამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
2010 წლის 22 სექტემბრიდან 2010 წლის 24 დეკემბრამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში.
2010 წლის 24 დეკემბრიდან მუშაობს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში და ასევე შეთავსებული აქვს მოსამართლის თანაშემწის და სპეციალისტის მოვალეობის შესრულება.
2004 წლის 23 სექტემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2008 წლის 01 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსები და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა. სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, კომპიუტერს – Windows, Internet, Ms word, Ms excel. 
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 
 
ციცინო მოსიძე
ციცინო მოსიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბაღდათში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გალის რაიონის სოფ. შეშელეთის აკად. ი.ნ. ვეკუას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გალის №102 პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1989 წელს.
1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 
1992 წელს სწავლა განაგრძო და 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრალურ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად.
1999-2000 წლებში პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად.
2000-2005 წლებში მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტად.
2002-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2005 წლის თებერვლიდან გაწევრიანდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში”.
2005 წლის 22 სექტემბერს  დაინიშნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 
2006-2007 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2008 წლის 23 აპრილს დაეკისრა ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 01 მარტიდან დაევალა მოსამართლის უფლებამოსილების განახორციელება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 22 სექტემბრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №1/138 გადაწყვეტილებით  გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის №1/215 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 5 იანვრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

 


აპარატი
თეონა აბზიანიძე
თეონა აბზიანიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 119
ელ-ფოსტა: t.abzianidze@court.ge

ბიოგრაფია

 

თეონა ბორისის ასული აბზიანიძე დაიბადა 1985 წლის 16 აგვისტოს  ქ. ხონში.
2001 წელს დაამთავრა ხონის რაიონის სოფ. პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა ხონის N9 პროფესიული სასწავლებელი.
2008 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატი.
2008 წლის 01 ივნისიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიარა ექვს თვიანი სტაჟირების კურსი.
2009 წლის 16 მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
2009 წლის 01 ივლისიდან კონკურსის შედეგად გადაყვანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2009 წლის 11 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2010 წელს  წარჩინებით დაამთავრა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2012  წლის  21 მარტიდან მუშაობს  ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოში  სხდომის  მდივნის  თანამდებობაზე.
არის დასაოჯახებელი.

 

 
ელენე მაჭარაშვილი
ელენე მაჭარაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 121
ელ-ფოსტა: e.macharashvili@court.ge

ბიოგრაფია

ელენე მაჭარაშვილი დაიბადა 1987 წლის 03 იანვარს ქ. ქუთაისში. არის დასაოჯახებელი.
2004 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე გიმნაზია. 
2008 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსი წარჩინების ხარისხი.
2010 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა წარჩინების ხარისხით. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: "სახელმწიფო მმართველობა და ტერიტორიულ-ორგანიზაციული ფორმები კონსტიტუციონალიზმში“.
2009-2010 წლებში სტაჟირების ექვსთვიანი კურსი გაიარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და იყო იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე. აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში.
2009 წლის 12 დეკემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 
2010 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტ ,,ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში’’ და  პროექტ ,,სახალხო მანიფესტის’’ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში - ,,ლიდერობა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მონიტორინგი’’ და მოიპოვა სერთიფიკატი.
2010-2011 წლებში სტაჟირება გაიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალობით.
2011 წლის 11 მარტიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2012 წლის 12 იანვრიდან მოსამართლის თანაშემწის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

 
 
მანანა ნიკაჭაძე
მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

მანანა  ნიკაჭაძე  დაიბადა 1964 წლის 5 აგვისტოს  ქალაქ ზესტაფონში.
1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინის საშუალო სკოლა.
1982 წელს დაამთავრა ზესტაფონის №152 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
1984 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილებაზე და დაამთავრა 1989 წელს.
იმავე წელს მუშაობა დაიწყო ზესტაფონის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (შემდგომში რაიონის გამგეობა) ჯერ არქივარიუსად, შემდეგ იურისტად. 
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზესტაფონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორად. 
1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. ზესტაფონის №7 საშუალო სკოლაში მასწავლებლად.
1999 წლის 15 მაისიდან  2009 წლის ოქტომბრამდე იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2001 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2010 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.
2014 წლის იანვრიდან მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტად.
2016 წლის 25 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
2016 წლის 25 ივლისადან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
დასაოჯახებელი.


აპარატი
მირანდა ბარბაქაძე
მირანდა ბარბაქაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 229
ელ-ფოსტა: m.barbakadze@court.ge

ბიოგრაფია

მირანდა   ელიზბარის -  ასული  ბარბაქაძე დაიბადა 1993  წლის 4  ივნისს  ქ. ქუთაისში.
2011
 წელს  დაამთავრა ქ. ქუთაისის ფიზიკა - მათემატიკის  № 41- ე  საჯარო სკოლა.
2016 წელს წარჩინებით  დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით.
2014 – 2015 წლებში სტაირება გაიარა 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში -  იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწედ.
2016 წელს  სემინარ - ტრეინინგები გაიარა  - რეგიონალური მედია  ახალგაზრდობის საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ცენტრში   -  იმიტირებული საარჩევნო პროცესში მონაწილეობით.
2012  წლიდან  2015  წლამდე მუშაობდა  გამოცდების ეროვნული ცენტრში  -  ქ. ქუთაისის  II  საგამოცდო ცენტრი -  რეგისტრატორის პოზიციაზე.
წარმატებით გაიარა  - GEO CAPITAL EDUCATION  - „ YOU END  YOAR BUSINESS “ . სემინარ - ტრეინიები.
2016 – 2017  წლებში  სტაჟირება  გაიარა  ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2017 წლის 5 ივნისიდან  ასრულებს  ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  სხდომის მდივნის  შემცვლელის  მოვალეობას.
ოჯახური მდგომარეობა : არის დასაოჯახებელი.

 
ლალი ტურავა
ლალი ტურავა

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 431) 23-46-02 შ/ნ 229
ელ-ფოსტა: l.turava@court.ge

ბიოგრაფია

 

ლალი მიხეილის ასული ტურავა დაიბადა 1969 წლის 26 სექტემბერს ქ. ქუთაისში.
1984 წელს დაამთავრა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის არასრული კურსი.
1988 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი ლითონების ჭრით დამუშავების სპეციელობით.
1988 წლის 14 მარტიდან 13 სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში სამუშაოთა გამანაწილებლად.
1993 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით.
2003-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მბეჭდავ-ოპერატორად.
2006 წელს დაამთავრა ქუთაისის საერო ინსტიტუტი გელათის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2006 წლის 01 მარტიდან 03 აპრილამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2006 წლის 03 აპრილიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2017 წლის 5 ივნისიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე.

 

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე936
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია