Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

მცხეთის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. მცხეთაში სამხედროს ქ. #17-ში.

სასამართლოს შენობა აშენებულია 1975-1978 წლებში და იქ 2005 წლამდე განთავსებული იყო მცხეთის ადვოკატურა და სააღსრულებო ბიურო, 2006 წლამდე კი ფუნქციონირებდა მცხეთის პროკურატურა, 2006 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. შენობაში განთავსებულია ხუთი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი, რომელთაგან 2 განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისათვის, 2  სამოქალაქო და 1 ადმინისტრაციულ საქმეთა განსახილველად.

სასამართლოში ახალი კომპიუტერული პროგრამით ხდება სასამართლო პროცესის სპეციალურ აუდიო-დისკზე ჩაწერა. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მხარე პროცესის დასრულებისთანავე, ოპერატიულად მიიღებს აუდიო-დისკს. სხდომის აუდიო ჩაწერის წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ მულტიმედიურ კომპიუტერში. 

მცხეთის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2005 წლიდან დღემდე, ხოლო 2004 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის #65, ტელ: (995 32) 748158;             (995 32) 748162      .)

საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით შეიქმნა მცხეთის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.  მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

- სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

- სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

- ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში განსაზღვრულია ოთხი მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც პირველი ინსტანციის წესით, ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, განიხილავენ მათ განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.


ყაზბეგის მაგისტრი სასამართლო

ყაზბეგის მაგისტრატი სასამართლოს შენობა მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის ქ. #76-ში. შენობა აშენებულია 1972 წლის ბოლოს. მასში 2003 წლამდე ფუნქციონირებდა ყაზბეგის სარაიონთაშორისო ვეტერინარიული დაწესებულება, შემდეგ შენობა აღირიცხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე. 

2009 წლიდან, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, განახლებულ შენობაში ფუნქციონირებს მაგისტრატი სასამართლო, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

ყაზბეგის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2004 წლიდან დღემდე, ხოლო 2003 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის #65, ტელ:             (995 32) 748158      ; (995 32) 748162.)   

 

თიანეთის მაგისტრი სასამართლო

თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს სასამართლოს შენობა მდებარეობს დაბა თიანეთში, რუსთაველის ქ. #47-ში. შენობა აშენებულია 1987-1988 წლებში და მასში წლების მანძილზე განთავსებული იყო თიანეთის პროკურატურა.

2008-2009 წლებში, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და 2009 წლიდან მასში ფუნქციონირებს თიანეთის მაგისტრატი სასამართლო, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2004 წლიდან დღემდე, ხოლო 2003 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის #65, ტელ:             (995 32) 748158      ; (995 32) 748162.)

 

 

დუშეთის რაიონული სასამართლო

დუშეთის მაგისტრატი სასამართლო მდებარეობს დუშეთში, კოსტავას ქ. #38-ში. შენობა აშენებულია 1967 წლის პირველ ნახევარში და მასში წლების მანძილზე განთავსებული იყო თიანეთის პროკურატურა.

2008-2009 წლებში სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და 2009 წლიდან მასში ფუნქციონირებს დუშეთის მაგისტრატი სასამართლო, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2004 წლიდან დღემდე, ხოლო 2003 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის #65, ტელ:             (995 32) 748158      ; (995 32) 748162.)

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია