Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

დავით ნარიმანიშვილი
დავით ნარიმანიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1977 წლის 16 დეკემბერს ახალციხის რაიონის ქ. ვალეში.

1994 წელს დაამთავრა ქ. ვალის №1 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიციის აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1998-2000 წლებში მუშაობდა კერძო საადვოკატო ოფისში შპს ,,სიმართლე“-ში ადვოკატად.

2000-2003 წლებში დააარსა არასამეწარმეო იურიდიული პირი ,,დამოუკიდებელ იურისტთა კავშირი“, რომლის თავმჯდომარედაც მუშაობდა.

2002-2003 წლებში იყო ქ. ვალის და ახალციხის გამგეობის წევრი, ქ. ახალციხის გამგეობის იურისტი.

2003 წელს იყო ახალციხის №37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2004-2007 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად.

2006-2007 წლებში იყო მიწვეული ლექტორი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში.

2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდგომ კი სამმართველოს უფროსად.

2008 წელს დააჯილდოვეს ღირსების მედლით.

2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011 წლის ნოემბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

2012 წლის ოქტომბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
ანნა მათიაშვილი
ანნა მათიაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 0353-22-38-22
ელ-ფოსტა: a.matiashvili@court.ge

ბიოგრაფია

ანნა მათიაშვილი.

დაიბადა 1991 წლის 24 მარტს ქ. გურჯაანში.

1997-2009 წლებში სწავლობდა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში.

2009 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2013 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2013 წლის 20 თებერვლიდან 20 აგვისტომდე გაიარა სტაჟირება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2015 წლის 01 იანვრიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
სოფიკო სონღულაშვილი
სოფიკო სონღულაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 035322-38-22
ელ-ფოსტა: s.songulashvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 7 მაისს, ქალაქ გურჯაანში.

2010 წელს დაამთავრა ჭანდრის საჯარო სკოლა.

2010 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2014 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2013 წლის აპრილიდან, 2013 წლის ნოემბრამდე, ირიცხებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტად.

2013 წლის მაისიდან, 2013 წლის ნოემბრამდე პრაქტიკებს გადიოდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში.

2013 წლის ნოემბრიდან, 2014 წლის ნოემბრამდე სტაჟირებას გადიოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის მარტამდე სტაჟირებას გადიოდა გურჯაანის  რაიონულ სასამართლოში.

2015 წლის 2 მარტიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
 
ნანა ჩალათაშვილი
ნანა ჩალათაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წლის 24 აპრილს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახში.

1978 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის დ. ჯვარის #1 საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1985-1986 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

1987-2011 წლებში ახორციელებდა მოსამართლის  უფლებამოსილებას  ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში და იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2011 წლის დეკემბრიდან  დღემდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გურჯაანის რაიონულ  სასამართლოში და ასრულებს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს  მოსამართლის მოვალეობას.

არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 


აპარატი
სოფიკო ბერიძე
სოფიკო ბერიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 0353-22-38-22
ელ-ფოსტა: s.beridze@court.ge
კომენტარი: ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

სოფიკო ბერიძე

დაიბადა 1991 წლის 6 მარტს ქალაქ გურჯაანში.

2009 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა.

2009  წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2013 წლის 20 თებერვლიდან 20 აგვისტომდე გაიარა სტაჟირება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 მაისამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტად.

2015 წლის 14 მაისიდან 2016 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 ივნისამდე მუშაობდა გურჯაანის რააიონული სასამართლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2017 წლის 30 ივნისიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

ჰყავს მეუღლე.

 
სოფიკო ქოჩორაშვილი
სოფიკო ქოჩორაშვილი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: s.Qochorashvili@court.ge

ბიოგრაფია

სოფიკო ქოჩორაშვილი

დაიბადა 1991 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისში.

2009 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.გურჯაანის ალ. ქავთარაძის სახელობის N1 საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

2013 წლის მაისში წარჩინებით დაძლია სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოების კურსი.

2013 წლის 05 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის იანვრამდე იყო სტაჟირებაზე იურიდიული დახმარების სამსახურში და წარმატებით გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებადი სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის პროგრამა.

2014 წლის იანვარში გაიარა ტრენინგები თემებზე:

1.      ადვოკატთა პროფესიული ეთიკა

2.      კლიენტთან ინტერვიუს ჩატარება

3.      სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარება

2014 წელს გაიარა პრაქტიკული კურსი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კლინიკაში.

2014 წლის 22 ოქტომბრიდან 2015 წლის 22 ივლისამდე სტაჟირება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის ივლისამდე მუშაობდა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

2016 წლის 13 ივლისიდან 18 ოქტომბრამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2017 წლის 30 ივნისიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნად.

არის დასაოჯახებელი

 
 
რომან კუპატაძე
რომან კუპატაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 6 სექტემბერს ქ. თელავში. 

1992 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 172-ე საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ,,ალმა მატერი“.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

1998-2001 წლებში მუშაობდა კერძო საადვოკატო ფირმაში ადვოკატად.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.

2004 წელს მუშაობდა ჯერ ასპინძის, ხოლო შემდეგ ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად.

2004-2007 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტის თანამდებობაზე.

2007- 2013 წლებში მუშაობდა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“  სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტის თანამდებობაზე.

2013-2016 წლებში იყო სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“  სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსი.

2014-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2016 წლიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
 
ნუნუ ნემსიწვერიძე
ნუნუ ნემსიწვერიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 04 მარტს ცაგერში.

1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 118-ე საშუალო სკოლა.

1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1977-1980 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საგამოძიებო იზოლატორში კონტროლიორად.

1980-1984 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის აბრეშუმის საწარმო გაერთიანებაში.

1984-1986 წლებში მუშაობდა თბილისის ტელევიზორების ქარხანაში კონტროლიორად.

1987 წელს მუშაობდა თბილისის წინდების საწარმოო გაერთიანებაში იურისტად.

1988 წელს მუშაობდა ქ. თბილისის #12 ბავშვთა პოლიკლინიკაში იურისტად.

1988-1994  წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სავაჭრო შემსყიდველ ბაზაში იურისტად.

1997-2001 წლებში მუშაობდა სამგორის და ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის გამგედ.

2001-2009  წლებში მუშაობდა ასპინძის და ახმეტის რაიონული სასამართლოების მოსამართლედ.

2010-2014 წლებში მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში იურიდიული კლინიკის კონსულტანტად.

2014-2015 წლებში მუშაობდა იურიდიული სამსახურის კახეთის ბიუროში ადვოკატად.

2016 წლიდან დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს ყვარლის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ მოსამართლედ.

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


აპარატი
მზია გულმაგარაშვილი
მზია გულმაგარაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 0353-22-38-22
ელ-ფოსტა: m.gulmagarashvili@court.ge

ბიოგრაფია

მზია გულმაგარაშვილი

მზია გულმაგარაშვილი დაიბადა 1988 წლის 30 ოქტომბერს ქ. გურჯაანში.

2005 წელს დაამთავრა ქ. გურჯაანის N1 საჯარო სკოლა.

2009 წელს დაამთავარა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.

2013წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, მიენიჭა კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2009-2010 წლებში გაიარა იურიდიულ ფირმა სპს ,,ჩიქოვანი, ცნობილაძე და პარტნიორები“ ტრენინგები სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო სამართლის პროცესში.

2009 წელის 12 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალში.

2010 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის 3 თვიანი კურსი და  2010 წლის 21 მაისს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წლის 20 მარტს ჩააბარა საარჩევნო მოხელის საკვალიფიკაციო გმოცდა.

2011წლის 01 თებერვლიდან 2013წლის 05 მარტამდე გაიარა სტაჟირება ააიპ ,,თბილისელების ადვოკატის პროექტში გადაუდებელი იურიდული დახმარება თბილისელებს.

2012 წლის 05 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2015 წლის 01 იანვრიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 

 
გვანცა სოლოღაშვილი
გვანცა სოლოღაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 0353-22-38-22
ელ-ფოსტა: g.sologashvili@court,ge
კომენტარი: ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 6 თებერვალს

2010 წელს დაამთავრა  გურამ ჭილაშვილის სახელობის ქ.გურჯაანის  №4 საჯარო სკოლა

2010 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე

2014 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა,მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

2014 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 2 ივნისამდე გაიარა სტაჟირება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში

2014 წელს ჩაირიცხა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურაში სისხლის სამართლის მიმართულებით. 

2015 წლის 02 მარტიდან 01 ნოემბრამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტად.

2015 წლის 02 ნოემბრიდან 2016 წლის 11 იანვრამდე ასრულებდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.

2016 წლის 11 იანვრიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს ყვარლის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნად.

არის დასაოჯახებელი.

 
 
დევი დევიძე
დევი დევიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ თბილისში.

1996 წელს დაამთავრა თბილისის 182-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2001 წელს, იურისტის კვალიფიკაციით.

1999-2004წწ. მუშაობდა საერთაშორისო ფონდში ”აიდიო”, იურისტის თანმდებობაზე.

2004-2005წწ. მუშაობდა იურიდიულ ფირმაში ”საქართველოს კანონი”, ადვოკატად. პარალელურად, იმავე წლებში მუშაობდა შპს ”პროფკურორტი”-ში, იურისტის პოზიციაზე.

2005-2009წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2009-2016წწ. ეწეოდა კერძო აღმასრულებლის საქმიანობას.

2003 წელს გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 

2005 წელს და 2013 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/181 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 25 ივლისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

 

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი


აპარატი
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე505
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია