Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ნიკოლოზ  მარსაგიშვილი
ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს, ქ. თბილისში. 

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1999-2003 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლად

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებლად.

2005 წელს (თებერვლიდან აგვისტომდე) მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად. 

2005-2006 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად.

2007-2008 წლებში მუშაობდა შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

2008 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ამავე წლიდან დაკისრებული აქვს გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

არის დასაოჯახებელი.


აპარატი
დავით კარელიძე
დავით კარელიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: +370 27-31-58 (შ.ნ 143)
ელ-ფოსტა: d.karelidze@court.ge

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი- 1990 წლის 14 სექტემბერი.

2007 წელს დაამთავრა ქ.გორის №11 საჯარო სკოლა.

2007 წლიდან 2011 წლამდე სწავლობდა გორის სასწავლო უნივერსიტეტში.

2010-2011 წლებში გაიარა  ტრეინინგები სისხლის სამართალში და სისხლის სამართლის პროცესში

2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 15 მაისამდე იყო გორის რაიონული სასამართლოს სტაჟიორი.

 

2012 წლის 08 ოქტომბრიდან 2012 წლის 28 დეკემბრამდე გაიარა მოსმართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 2013 წლის 01 თებერვალს წარმატებით ჩააბარა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლის თანაშემწის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა, რის საფუძველზეც მიენიჭა შესაბამისი სერთიფიკატი.

 
მანანა  შოთაშვილი
მანანა შოთაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: +370 27-31-58 (შ.ნ 133)
ელ-ფოსტა: m.shotashvili@court.ge

ბიოგრაფია

მანანა შოთაშვილი

დაიბადა 1962 წლის 13 მაისს ქ. გორში

1979 წელს დაამთავრა შავშვების საშუალო სკოლა

1982 წელს დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი

1989 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

1992 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა აგრო-ბანკის გორის განყოფილებაში.

1995 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ცხინვალის რაიონულ სასამართლოში.

1999 წლიდან 2009 წლის იანვრამდე მუშაობდა გორის რაინულ სასამართლოში სპეციალისტად.

2009 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს გორის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილ

 
 
შალვა  კაკაურიძე
შალვა კაკაურიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1980 წლის 10 აპრილს ქ. ზესტაფონში.

1996 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის #1 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის საერო-სასულიერო ლიცეუმი ,,ანაბასისი”.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2006-2009 წლებში მუშაობდა ამავე კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ. 

2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2010 წელს (აგვისტოდან ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 

2010-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.

2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სენაკის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად ასრულებდა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

2011 წლის ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად ასრულებდა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. 

2012 წლის 05 ივნისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გორის რაიონულ სასამართლოში

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 


აპარატი
ნატო თათრიშვილი
ნატო თათრიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: +370 27-31-58 (შ.ნ.138)
ელ-ფოსტა: n.tatrishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

ნატო თათრიშვილი

დაიბადა 1987 წლის 08 მარტს გორის რაიონის სოფელ შინდისში.

2004 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ შინდისის საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა სსიპ გორის უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრი).

2008 წლიდან დღემდე სწავლობს სსიპ გორის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით (მაგისტრი-სისხლის სამართლის სპეციალობით).

2008-2009 წწ მუშაობდა სტაჟიორად გორის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლიდან დღემდე მუშაობს გორის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2008 წ სერტიფიკატი – კომპიუტერის საოფისე პროგრამები.

დაოჯახებული.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

 

 
მერი შატაკიშვილი
მერი შატაკიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: +370 27-31-58 (შ.ნ.139)
ელ-ფოსტა: m.shatakishvili@court.ge

ბიოგრაფია

მერი შატაკიშვილი
დაიბადა 1986 წლის 5 დეკემბერს ქ. გორში.
2004 წელს დაამთავრა ხიდისთავის საშუალო სკოლა.
2008 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს სწავლა გააგრძელა გორის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2008 წელს გაიარა ერთწლიანი სტაჟირება გორის რაიონულ სასამართლოში.
2008 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციით_ სისხლის სამართალი.
2009 წელს გაიარა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის 3 თვიანი კურსი და ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2009 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციით_ სამოქალაქო სამართალი.
2009 წლის 22 ივნისიდან დღემდე მუშაობს გორის რაიონულ სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2010 წლიდან ასრულებს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას
არის დაოჯახებული.

 
 
გერმანე დადეშქელიანი
გერმანე დადეშქელიანი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის  8  მარტს  . თბილისში.

1995 წელს დაამთავრა . თბილისის №125- საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა . თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო     უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

2000 წელს მუშაობდა საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის კანცელარიის სპეცალისტად საზოგადოებრივ საწყისებზე.

2001 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომის მდივნად.

2002 წელს დაამთავრა   სამოსამართლო სწავლების ცენტრის პროგარამით გათვალისწინებული მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი.

2003 წელს დაამთავრა .თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტურა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005-2013 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2009 წელს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეულ სპეციალისტად.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სკოლის მსმენელი.

2012 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულ სპეციალისტად.

2013 წლის დეკემბრიდან დაინიშნა თბილისის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2015 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გორის რაიონულ  სასამართლოში  

ოჯახური მდგომარეობა -  დასაოჯახებელი.

 


აპარატი
რუსუდან იასამნიძე
რუსუდან იასამნიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: +370 27-31-58 (შ.ნ 133)
ელ-ფოსტა: r.iasamnidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 27 აგვისტოს

2007 წელს დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით მაგისტრის ხარისხით

2007 წლიდან-2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე

2008 წლიდან - 2012 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე

2013 წლიდან მუშობს გორის რაიონულ სასამართლოში  მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში

არის დასაოჯახებელი

 
 
ნინო  შარაძე
ნინო შარაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 29 სექტემბერს .მახარაძეში (ოზურგეთში).

1988 წელს დაამთავრა გურიანთის საშუალო სკოლა  მედალზე.

1988-1993 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1993-1995 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო კანონმდებლობის სამმართველოს ეკონომიკური რეფორმის სამმართველოს უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტად.

1995 წელს მუშაობდა სასამართლო საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სააღსრულებო წარმოების განყოფილების უფროს კონსულტანტად.

1995-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო წარმოების განყოფილების უფროსად.

1996-1997 წლებში მუშაობდა სასამართლო დეპარტამენტის სასამართლოს მიერ იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სექტორის უფროს კონსულტანტად.

1997-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ.

2000-2003 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის N344 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის N295 ბრძანებულებით დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

2015 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გორის რაიონულ  სასამართლოში  

არის  დასაოჯახებელი.

 


აპარატი
მარიამ საძაგლიშვილი
მარიამ საძაგლიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: +370 27-31-58 (შ.ნ. 140)
ელ-ფოსტა: m.sadzaglishvili@court.ge

ბიოგრაფია

მარიამ საძაგლიშვილი

დაიბადა 1973 წლის 30 აგვისტოს, ქ. გორში

1990 წელს დაამთავარა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა

1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

22.04.1991 - 02.12.1991 წწ მუშაობდა საქტარის “გორის ტარის შემკეთებელ საწარმოში”, მუშად.

1992 -1999 წწ. მუშაობდა გორის სასამართლოში ჯერ მთარგმნელად, შემდეგ საქმისმწარმოებლად.

1998 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა.

1999 წლიდან დღემდე მუშაობს გორის რაიონული სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდეობაზე.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით

არის დასაოჯახებელი

 
 
ლევან დარბაიძე
ლევან დარბაიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

აიბადა 1979 წლის 24 ივლისს ქ. თბილისში;

2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;

არის ერთი მონოგრაფიის (წიგნის) და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

განათლება:

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #123 საშუალო სკოლა;

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა, იურისტის კვალიფიკაციით;

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა;

2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა;

2002 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2002 წლის 13-20 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სემინარში, თემაზე „ევროპის საბჭოს კონვენციები სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“;

2008 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2010 წლის 11-31 მაისს გაიარა ტრენინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პეკინის უნივერსიტეტში თემაზე „საჯარო პოლიტიკის საკითხები“;

2012 წლის თებერვალში გაიარა ტრენინგი ქ. ტალინში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში, თემაზე „საჯარო სამსახურებში სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ტექნიკა“;

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

2013 წლის 13-20 ოქტომბერს გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებშო სისხლის, სამოქალაო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე;

2006 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადამდე მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო სპეციალური წოდება;

2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით, მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;

სამუშაო გამოცდილება:

1999-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანაშემწედ (საზოგადოებრივ საწყისებზე);

2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორად, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორად, ამავე სამმართველოს უფროს პროკურორად;

2002 წლის 13-20 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სემინარში, თემაზე „ევროპის საბჭოს კონვენციები სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“;

2006-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტი და შემდეგ უფროსი;

2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ;

2014-2016 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;

2016 წლის 15 თებერვლიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან სხვა სასამართლოში დანიშვნის გამო;

2016 წლის 15 თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ გორის რაიონულ სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის 1/49 გადაწყვეტილებით 27 მაისიდან უვადოდ გამწესდა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის სასქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.


აპარატი
 
მაია კუთხაშვილი
მაია კუთხაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წლის 1 იანვარს, ქარელის რაიონის სოფელ რუისში;

განათლება:

1990 წელს დაამთავრა რუისის მე-2 საშუალო სკოლა;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით;

2005 და 2013 წლებში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

1999 - 2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე;

2003 - 2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე;

2005-2014 წლებში, სხვადასხვა დროს, მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატასა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ;

2015-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე;

2016 წლის იანვრიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.


აპარატი
თამარ ხარიბეგაშვილი
თამარ ხარიბეგაშვილი

სხდომის მდივანი

ბიოგრაფია

დაიბადა 1990 წლის 11 ოქტომბერს

2013 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობის სპეციალობით

2013-2014 წწ. მუშაობდა სს ”პრივატ ბანკის” იურიდიულ (Legal Collection)  განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციაზე. 

2015–2016 წწ. გაიარა სტაჟირება გორის რაიონულ სასამართლოში.

2015 წელს  ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით. 

2015 წ. გაიარა სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2016 წლის იანვრიდან მუშაობს გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

არის დასაოჯახებელი

 
 
ვალერიანე ფილიშვილი
ვალერიანე ფილიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1983 წლის 6 მარტს ქ. ქარელში;

2000 წელს დაამთავრა . ქარელის #2- საშუალო სკოლა;

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი;

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;

2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სამოქალაქო სამართალში, სამოქალაქო სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში;

2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში;

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2012 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით;

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

2013 წლის 13-20 ოქტომბერს გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე;

2015 წელს გაიარა გერმანული ენის ინტენსიური კურსები ქ. დიუსელდორფში.

2005 წლის 5 მაისიდან 2006 წლის 5 მაისამდე მუშაობდა “ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი”-ს საადვოკატო ბიუროში სტაჟიორ-ადვოკატად;

2006 წლის 5 მაისიდან 2008 წლის მარტამდე მუშაობდა “ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი”-ს საადვოკატო ბიუროში ადვოკატად;

2008-2010 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;

2010 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 28 ივნისამდე მუშაობდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტად;

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2016 წლის 15 თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.


აპარატი
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე707
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია