Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

თეიმურაზ  სიხარულიძე
თეიმურაზ სიხარულიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

1968 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის №4  საშუალო სკოლა.

1978-1979 წლებში მუშაობდა "საქსოფლტექნიკის" სამტრედიის №2 საამშენებლო სამმართველოში მუშად.

1984 წელს დაამთავრა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილება და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1984 მუშაობა დაიწყო საქართველოს პროკურატურის სისტემაში.

1984-1985 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურის სტაჟიორად, გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

1985-1986 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლად.

1986-1987 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

1987 წლის 11 აგვისტოს დაინიშნა ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.  

1987 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურორის მოადგილედ.

1988 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე.

1988-1991 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურორის უფ. თანაშემწედ.

1991-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის პროკურორად.

1993-1995 წლებში მუშაობდა სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურორად.

1995-1996 წლებში მუშაობდა ბაღდათის რაიონის პროკურორად.

1996-1997 წლებში მუშაობდა ხონის რაიონის პროკურორად.

1997-1998 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელძღვანელობის სამმართველოს არასრულწლოვანთა საქმეებზე

სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიებისა საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად.

1999 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 1999 წლის 8 ივლისის დადგენილებით არჩეულ იქნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ.

2005 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №895 ბრძანებულებით გათავისუფლდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2006 წლის 18 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის №36 ბრძანებულებით გათავისუფლდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ადიგენის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 19 აპრილის №1/85-2007 გადაწყვეტილებით იგი განმწესებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატაში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 14 თებერვლის 1/11-2006 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №1/281 გადაწყვეტილებით დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №1/297 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაეკისრა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ფოთის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის №1/301 გადაწყვეტილებით სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაეკისრა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელება.

მინიჭებული აქვს თადარიგის უფროსი ლეიტენანტის წოდება. არის მეთაურთა შემადგენლობის თადარიგის ოფიცერი.

 

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.


აპარატი
ეკატერინე ბაბილუა
ეკატერინე ბაბილუა

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: e.babilua@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ფოთში.
2010 წელს დაამთავრა ქალაქ ფოთის №2 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
2014 წლის 17 ნოემბრიდან - 2015 წლის 17 სექტემბრამდე სტაჟირება გაიარა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
2015 წლის 23 სექტემბრიდან - 2016 წლის 23 იანვრამდე მუშაობდა შპს "ალმარ სერვისში" იურისტად. 
2016 წლის 25 იანვრიდან მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
2016 წლის 4 მარტიდან 26 აპრილამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.
2016 წლის 27 აპრილიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

 
თამარ თოდუა
თამარ თოდუა

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0493) 22-82-37
ელ-ფოსტა: t.todua@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა  1985 წლის 28 თებერვალს  ქალაქ სოხუმში.

2002 წელს დაამთავრა ქ.ფოთის  21-ე საჯარო სკოლა.

2011 წელს დაამთავრა წმ. გრიგოლ ფერაძის  თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის   იურიდიული  ფაკულტეტი.

2005 წელს გაიარა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსები.

2012 წლის 18 იანვრიდან  - 2012 წლის 02 აპრილამდე  სტაჟირება გაიარა  ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 02 აპრილიდან - 2012 წლის  10 მაისამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში მანდატურად.

2012 წლის 10 მაისიდან - 2012 წლის 20 ნოემბრამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2012 წლის 20 ნოემბრიდან მუშაობს ფოთის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

2014 წლის 31 დეკემბრიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

 
 
შოთა სირაძე
შოთა სირაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 16 იანვარს ჩოხატაურში. 

1982 წელს დაამთავრა ხობის N1 საშუალო სკოლა.

1982-87 წლებში სწავლობდა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1987 წელს, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1987-91 წლებში მუშაობდა ხობის რაიონული საბჭოს აღმასკომში, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, საორგანიზაციო განყოფილების გამგედ;

1992-93 წლებში მუშაობდა ხობის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის იურიდიული განყოფილების გამგედ;

1993-2011 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე;

2012-2014 წლებში მუშაობდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების გამგედ;

2014 -2015 წლებში იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (მაჟორიტარი დეპუტატი), საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე;

2015 წლის 25 დეკემბრიდან გამწესდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლედ ხობის მუნიციპალიტეტში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე - ეკა ლატარია და ორი ვაჟიშვილი - ვაჟა სირაძე და თემურ სირაძე.


აპარატი
ალექსანდრე ჩაჩიბაია
ალექსანდრე ჩაჩიბაია

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: a.chachibaia@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 21 თებერვალს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედაჩხოროწყუში.

2009  წელს დაამთავრა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედაჩხოროწყუს  საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2015 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი გურამ თავართქილაძის სასწავლოუნივერსიტეტში.

2014 წლის 19 სექტემბრიდან 2014 წლის 26 დეკემბრამდე გაიარა სასწავლო-საწარმოოპრაქტიკა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში.

2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 დეკემბრამდე იყო სტაჟიორი ფინანსთა სამინისტროსსაგამოძიებო სამსახურში ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე.

2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 14 მარტამდე იყო სტაჟიორი ფოთის საქალაქოსასამართლოს აპარატში.

2016 წლის 14 მარტიდან 26 აპრილამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

2016 წლის 27 აპრილიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
ელზა წურწუმია
ელზა წურწუმია

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: e.tsurtsumia@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 22 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში.

2010  წელს დაამთავრა ქ. ფოთის N 15 საჯარო სკოლა.

2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2014 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 02 ივნისამდე გაიარა სტაჟირება ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 07 მარტამდე მუშაობდა ფოთის იუსტიციის სახლში სივრცის კონსულტანტად.

2016 წლის 09 მარტიდან 26 აპრილამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2016 წლის 27 აპრილიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.
2016 წლის 1 აგვისტოდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.  
2017  წლის  4 ივნისს  ჩააბარა  ადვოკატთა  საკვალიფიკაციო  გამოცდა  სამოქალაქო  სამართლის სპეციალიზაციის განხრით.

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე202
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია