Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

ფოთის საქალაქო სასამართლო

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს შენობა მდებარეობს ქ.ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა №3-ში. ფოთის საქალაქო სასამართლოს შენობა სპეციალურად სასამართლოსათვის 2001 წელს აშენდა, აღნიშნული შენობა არის სამსართულიანი. სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში 2007 წელს განხორციელდაშენობის რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის შედეგად გაიზარდა დარბაზების რაოდენობა,მოსამართლეებისა და სასამართლო აპარატის კაბინეტები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულიამისაღები (კანცელარია), სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადების მიღება. ფოთის საქალაქო სასამართლოპირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიცგანიხილავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ფოთის საქალაქო სასამართლოში არის ხუთი სხდომის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, აქედან სამი დარბაზი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად, ორი სამოქალაქოდა ადმინისტრაციული საქმეებისათვის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/175 გადაწყვეტილებით ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ფოთის საქალაქო სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს სამი მოსამართლე, ხოლო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში მართლმსაჯულებას ახორციელებს ერთი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტაციის წესით განიხილავს მაგისტრატი მოსამართლისთვისმიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს ხობისმუნიციპალიტეტში. ფოთის საქალაქო სასამართლოს არქივი 2009 წლის ჩათვლით გადაეცა სსიპ საერთოსასამართლოების დეპარტამენტის არქივს. 2010 წლიდან დღემდე ყველა საქმე (მასალა) ინახება ფოთის საქალაქო სასამართლოს არქივის ოთახში (ქ.ფოთი, აღმაშენებლის ქ.№3, 0 (493) 22-82-37; 0 (493) 22-08-30).

 

 ხობის მაგისტრატი სასამართლო

 


ხობის მაგისტრატი სასამართლო ხობის მაგისტრატი სასამართლოს შენობა მდებარეობს ქ.ხობი, ც.დადიანის ქ.№192-ში. შენობააშენებული იქნა 1984 წელს. სასამა რთლო სისტემის რეფორმის ფარგლებში 2009 წელს განხორციელდაშენობის რეკონსტრუქცია. რეკონსტრუციის შემდეგ ხობის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში. ასევე აღნიშნულ შენობაში განთავსებულია სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისარქივი. ხობის მაგისტრატი სასამართლოს შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სასამართლოს სხდომის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ასევე პირველ სართულზე განთავსებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოებისდეპარტამენტის არქივის ოთახი, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია მისაღები (კანცელარია),სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადების მიღება, ასევე მოსამართლის კაბინეტი და სასამართლოს თანამშრომლების კაბინეტები. ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობასმიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. ხობის მაგისტრატისასამართლოს არქივი 20
09 წლის ჩათლით გადაეცა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისარქივს, 2010 წლიდან დღემდე ყველა საქმე (მასალა) ინახება ხობის მაგისტრატი სასამართლოს არქივისოთახში (მის: ქ.ხობი, ც.დადიანის ქ.№192, ტელ: 0 (414) 22-20-41

 

 


ფოთის საქალაქო სასამართლოს შინაგანა წესი


მიმაგრებული ფაილი

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია