Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

 

2009 წლის 2 დეკემბერიდან  ბოლნისის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ბოლნისის, ასევე დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო მართლმსაჯულებას აღასრულებს 6 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულა 34 საჯარო მოსამსახურე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო განთავსებულია . ბოლნიში, სულხან-საბას113-ში.

 

შენობა სასამართლოს გადაეცა 2009 წელს. ამავე წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა გააგრძელა განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

 

სასამართლოს შენობა არის ოთხსართულიანი. დამატებითი სართული განთავსებულია შენობის ქვედა ნაწილში, ქვედა სართულზე მდებარეობს პატიმართა მოთავსების საკნები. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ორი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის კატეგორიის საქმეები. შენობის მე-2 სართულზე მდებარეობს ასევე ორი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის  საქმეები. შენობის მე-3 სართულზე განთავსებულია ერთი სხდომის დარბაზი, სადაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები განიხილება. შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს ანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

 

დმანისის მაგისტრატი სასამართლო

 

დმანისის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დმანიში, წმინდა ნინოს  ქუჩა 42-ში.

 

შენობა სასამართლოს გადაეცა 2009 წელს. სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2010 წელს განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და დმანისის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

 

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები ოთახი, ხოლო მეორე სართულზე სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

 

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

 

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია . მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა4-ში.

 

შენობა სასამართლოს გადაეცა 2010 წელს. სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2010 წელს განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

 

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები ოთახი, ხოლო მეორე სართულზე სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია