Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ახალციხის რაიონული სასამართლო

ახალციხის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. ახალციხეში, კ.მებაღიშვილის ქ. N62-ში. ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობა 1975 წელს სპეცილაურად სასამართლოსთვის აშენდა. 2009 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში.

ახალციხის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2009 წლის 21 აპრილიდან ახალციხის  რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ახალციხის, ასევე ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის მიზნით ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მინიციპალიტეტებშიმოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები. ახალციხის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს 6 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 39 საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს შენობა ორსართულიანია. დამატებით სართული განთავსებულია შენობის ქვედა ნაწილში, შენობაში 4 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი  სხდომის დარბაზია. ქვედა ნაწილში მდებარეობს ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის სამართლის საქმეები, შენობის ქვედა ნაწილში ასევე მდებარეობს პატიმართა მოსათავსებელი საკნები. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და სამი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის, სამოქალაქო, და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები, მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. ახალციხის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2012 წლიდან, ხოლო 2011 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ. თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62 .

 

ასპინძის მაგისტრატი სასამართლო

 

ასპინძის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დაბა ასპინძაში, ვარძიის ქ. N117-ში. ასპინძის მაგისტრატი სასამართლო 1987 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2009 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და ასპინძის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახი ოთახი, მეორე სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის  საქმეები. ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2012 წლიდან, ხოლო 2011 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ.თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62 .

 

ადიგენის მაგისტრატი სასამართლო

 

ადიგენის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დაბა ადიგენში, ა. ზაზაშვილის ქ. N 52-ში ადიგენის მაგისტრატი სასამართლო 1975 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა . სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2010 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და ადიგენის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო  განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს შენობა ერთსართულიანია, სადაც განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მოსამართლეთა, სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნილი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. ადიგენის მაგისტრატ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2012 წლიდან, ხოლო 2011 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ.თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62 .

 

 

ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო

 

ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ. ბორჯომში, დ.აღმაშენებლის ქ. N14-ში. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს შენობა 1986-1989 წლებში აშენდა და ფუნქციონირება დაიწყო ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ. ბორჯომის რაიონული სასამართლოს შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, მეორე სართულზე განთავსებულია, სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნილი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2012 წლიდან, ხოლო 2011 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ.თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62 .

 

 

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია