Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

ახალქალაქის რაიონული სასამართლო
ახალქალაქის რაიონული სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2007 წლის 1 მარტიდან სასამართლოს რეფორმის ფარგლებში ახალქალაქის რაიონული სასამართლოსთან გაერთიანებულია ნინოწმინდის რაიონული სასამართლო. გაერთიანებული ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. ამჟამად სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 2 მოსამართლე და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - მაგისტრატი მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 21 მოსამსახურე.

ახალქალაქის რაიონული სასამართლო განთავსებულია ქ. ახალქალაქში, მ. მაშტოცის ქუჩა №110-ში. 2006-2007 წლებში შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა გააგრძელა განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში. სასამართლოს შენობა არის ორსართულიანი. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.  სხდომის დარბაზებთან ერთად შენობის პირველ და მეორე სართულებზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

 

ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა №16-ში. 2006-2007 წლებში ასევე განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და ნინოწმინდის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს შენობა არის ერთსართულიანი, სადაც განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია